ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ქოუჩი თბილისში

მიმღებლობიდან პიროვნულ ზრდასა და პასუხისმგებლობამდე.

იყავი მომენტში გაიხსენი აკეთე ის, რასაც აზრი აქვს

მეთოდოლოგია

როგორ ვმუშაობთ ერთად

ACT თერაპია + ქოუჩინგი

რატომ არის მიღებისა და პასუხისმგებლობის თერაპია ქოუჩინგთან ერთად კარგი არჩევანი?

რადგან აკავშირებს გააზრებას და ქმედებას.

ACT გეხმარებათ იცხოვროთ თქვენი ღირებულებებით, ხოლო ქოუჩინგი მათ აქცევს მკაფიო ნაბიჯებად და მხარდაჭერად. ეს ჰოლისტური მიდგომაა, რომელიც წინსვლას ემსახურება და არა მხოლოდ წარსულის ანალიზს.

მიდგომა ინტეგრაციული და პრაქტიკული

კავშირი ღირებულებებთან

ვარკვევთ, რა არის თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი: ურთიერთობები, თავისუფლება, განვითარება, ჩართულობა. ღირებულებები ხდება გადაწყვეტილებების მთავარი ორიენტირი. ქაოსი კი უკან იხევს.

სტრატეგიების შესწავლა

ვაკვირდებით პრობლემების გადაჭრის სტრატეგიებს. თავის არიდება, გადადება, კონტროლი, გადაღლა... ვავლენთ დასწავლულ პატერნებს, ვუდგებით მიმღებლობით და ვემზადებით გარდაქმნისთვის.

ცნობიერი ნაბიჯები

თქვენს ღირებულებებსა და მიზნებზე დაყრდნობით, საუბარს ვაქცევთ მარტივ ქმედებებად. ერთად ვირჩევთ ნაბიჯებს, რომლებიც დაგვეხმარება აქამდე გაუვლელი გზის გავლაში.

საავტორო პროექტები

გთავაზობთ ფსიქოლოგიური პრაქტიკის რამდენიმე ფორმატს - ქვემოთ იხილავთ თითოეულის მოკლე აღწერას: ვისთვის არის, როგორ მიმდინარეობს და რა შედეგს შეიძლება ელოდოთ.

ცნობიერი სიზმრები: უსაფრთხო შესვლა საკუთარ არაცნობიერში

ცნობიერი სიზმრები: უსაფრთხო შესვლა საკუთარ არაცნობიერში

პრაქტიკული შეხვედრა ცნობიერი სიზმრების შესახებ — მექანიზმებისა და სამეცნიერო საფუძვლის გაგებიდან პირველ სტაბილურ გამოცდილებამდე და ამ მდგომარეობის ფრთხილ გამოყენებამდე თვითშემეცნებისა და შინაგანი მუშაობისთვის.

პროექტის გახსნა
ეკრანდამოკიდებულება: დაიბრუნე ცხოვრება ეკრანის მიღმა

ეკრანდამოკიდებულება: დაიბრუნე ცხოვრება ეკრანის მიღმა

შეხვედრა ციფრული დამოკიდებულების და მისი გავლენის შესახებ ყურადღებაზე, მოტივაციაზე, ნერვულ სისტემასა და ცხოვრების ხარისხზე. განკუთვნილია მათთვის, ვინც გრძნობს, რომ ეკრანი თანდათან ანაცვლებს რეალობას, ნამდვილ ინტერესს და შინაგან მდგრადობას.

პროექტის გახსნა
ცეცხლთან თამაში: გულწრფელად შეხედე საკუთარ ქცევით პატერნებს

ცეცხლთან თამაში: გულწრფელად შეხედე საკუთარ ქცევით პატერნებს

ჯგუფური პრაქტიკა მათთვის, ვინც მზად არის გამოვიდეს ჩვეული კომფორტიდან და დაინახოს, როგორ ვლინდება მათი ავტომატური რეაქციები, დაცვის სტრატეგიები და არაეფექტური ქცევითი პატერნები სტრესულ სიტუაციაში.

პროექტის გახსნა
ცნობიერების პრაქტიკა: აღმოაჩინე აწმყო მომენტის ღირებულება

ცნობიერების პრაქტიკა: აღმოაჩინე აწმყო მომენტის ღირებულება

პრაქტიკული შეხვედრა ცნობიერების, მდგრადი ყურადღებისა და შინაგანი სიმშვიდის განვითარებისთვის. განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს რეალობასთან დაბრუნება, შინაგანი ხმაურის შემცირება და აწმყო მომენტის უფრო ღრმად განცდა.

პროექტის გახსნა

დაიწყე პირველი სესიით

პირველი სესია არის გაცნობისა და თქვენი მდგომარეობის პირველადი შეფასებისთვის. ვაზუსტებთ მოთხოვნას და ვირჩევთ შემდეგ პრაქტიკულ ნაბიჯს.

პირველი შეხვედრის შემდეგ მიიღებთ

  • უფრო მკაფიო პირადი მოთხოვნას
  • მდგომარეობის საწყის რუკას
  • შემდეგი ნაბიჯის პრაქტიკულ ანალიზს
პირველი სესიის ფასი ₾70 1 საათი 30 წუთი პირველი შეხვედრის შემდეგ ღირებულებაა ₾90. პირველ სესიაზე ჩაწერა

უსაფრთხო გადახდა და კონფიდენციალური ჩაწერა Calendly-ით