მთავარი

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ქოუჩი თბილისში

მიმღებლობიდან – პიროვნული ზრდისა და პასუხისმგებლობისაკენ

Psychologist in Tbilisi

ჩემთან

არ იქნება
  • სიმართლის შელამაზება
  • უპირობო მიმღებლობა
  • ილუზორული გარემო

მიიღებ
  • ზრდასრულის პოზიციას
  • რეალისტურ მზადყოფნას
  • მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

ACT & Coaching

ACT თერაპია + ქოუჩინგი

რატომ არის მიღებისა და პასუხისმგებლობის თერაპია ქოუჩინგთან ერთად კარგი არჩევანი? ეს აკავშირებს შინაგან სამყაროს რეალურ ქმედებებთან. ACT გეხმარებათ იცხოვროთ თქვენი ღირებულებებით, ხოლო ქოუჩინგი ამ ღირებულებებს კონკრეტულ ნაბიჯებად და მხარდაჭერად ქცევაში.

იყავი მომენტში

კავშირი ღირებულებებთან

ვარკვევთ, რა არის თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი: ურთიერთობები, თავისუფლება, განვითარება, ჩართულობა. ღირებულებები ხდება გადაწყვეტილებების მთავარი ორიენტირი. ქაოსი კი უკან იხევს.

გაიხსენი

სტრატეგიების შესწავლა

ვაკვირდებით პრობლემების გადაჭრის სტრატეგიებს. თავის არიდება, გადადება, კონტროლი, გადაღლა… ვავლენთ დასწავლულ პატერნებს, ვუდგებით მიმღებლობით და ვემზადებით გარდაქმნისთვის.

აკეთე ის, რასაც აზრი აქვს

ცნობიერი ნაბიჯები

თქვენს ღირებულებებსა და მიზნებზე დაყრდნობით, საუბარს ვაქცევთ მარტივ ქმედებებად. ერთად ვირჩევთ ნაბიჯებს, რომლებიც დაგვეხმარება აქამდე გაუვლელი გზის გავლაში.

Process

როგორ ვიმუშავებთ ერთად

  1. 01

    ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარება

    პირველი უფასო კონსულტაცია

    ჩვენი პირველი შეხვედრა არის კავშირის დასამყარებლად. შენ გამიცნობ მე, როგორც ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და ქოუჩს — ხოლო მე გაგიცნობ შენ, როგორც ჩემს კლიენტს. ერთად ჩამოვაყალიბებთ შეხვედრის მიზანს, შევადგენთ მუშაობის გზას და დავდებთ მკაფიო შეთანხმებას. ეს ჩვეულებრივ ხდება პირველი უფასო სესიის დროს.

  2. 02

    ღირებულებების გაშიფვრა

    ნამდვილი მოტივების გაცნობიერება

    შემდეგი ეტაპია ღირებულებების გამოკვლევა. თვითონ ეს პროცესი უკვე ძალიან სასარგებლოა: შენ სწავლობ საკუთარი ნამდვილი სურვილებისა და მოტივების ილუზიებისგან განცალკევებას. როცა იცი „რატომ“ ნათელი ხდება, „საით“ – მოტივების სიცხადე გეხმარება შექმნა უფრო ცნობიერი, ნამდვილი და ჰარმონიული ცხოვრება.

  3. 03

    გასავლელი გზის შედგენა

    მხარდაჭერა თითოეულ ნაბიჯზე

    როცა მომავლის ხედვა უფრო ნათელი ხდება, ჩვენ ვქმნით სტრატეგიას მის მისაღწევად. გეგმა უნდა იყოს დაბალანსებული, რეალისტური და ეფექტური. ჩემი როლი, როგორც ფსიქოლოგის, არის შენთან ერთად სიარული: მხარდაჭერა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება. და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პრაქტიკული მიზნის რეალიზაცია თუ არასასურველი მდგომარეობა.

  4. 04

    საჭირო უნარების განვითარება

    ახალი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტების დაუფლება

    ტრანსფორმაციას ყოველთვის მოაქვს გამოწვევები. პროცესი ხანდახან სასიამოვნოა და ხანდახან შეიძლება იყოს არასასიამოვნოც — ორივე ზრდის ბუნებრივი ნაწილია. მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებით და გამოცდილი ტექნიკებით, შენ შეიძენ უნარებს, რომლებიც დაგეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში, თავდაჯერებულად წინსვლაში და მდგრადი ცვლილებების განხორციელებაში.

Sessions & Fees

გინდა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ არ იცი როგორ?

Online
90

შეავსე მარტივი ფორმა და დაჯავშნე ონლაინ შეხვედრა სწრაფად და მარტივად

  • ფორმატი: ონლაინ კონსულტაცია
  • მოქნილი განრიგი


კონსულტაცია

Offline
120

გიწვევთ პირად შეხვედრებზე თბილისში უფრო პროფესიონალური თანამშრომლობისთვის.

  • ფორმატი: პირისპირ კონსულტაცია
  • ოფისში, თბილისში


კონსულტაცია