ფსიქოთერაპიული მიდგომები – ფსიქოლოგია თუ მარკეტინგი

რომელი ფსიქოთერაპიული მიდგომა ჯობია. როგორ შევარჩიოთ ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის მიმართულება. როგორ გადაიქცა თანამედროვე ფსიქოლოგია მარკეტინგად და რა უნდა გავითვალისწინოთ ფსიქოლოგის შერჩევისას.

როგორ შევარჩიოთ ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის სწორი მიდგომა

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა ფსიქიკის გაძლიერება სპეციალისტთან ერთად? თანამედროვე ფსიქოლოგია გვთავაზობს სხვადასხვა მიდგომებს. მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ის რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება, მაგრამ ეს ასე მარტივი არაა! დღეს პოპულარული მიდგომების დიდი ნაწილი არის კარგად გამართული მარკეტინგი და პიარი. ფსიქიკური ცვლილებების ფუნდამენტი კი ყოველთვის ერთგვარია და არანაირი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ქვევით მე მომყავს მაგალითები, ფაქტები და ჩემი აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით.

არჩევანის მრავალფეროვნება

ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება სპეციალისტი. ვიღაცას უბრალოდ გულის გადაშლა უნდა, ვიღაც თვლის რომ პრობლემა აქვს, ვიღაცას კი საკუთარი თავის გაუმჯობესება სურს. საიდან და რატომ ჩნდება ეს სურვილები ეს ცალკე საკითხია და ამაზე მომავალში ვისაუბრებ. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეთოდის არჩევა. დღესდღეობით შეგვიძლია ვიპოვოთ 1000 მდე სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიდგომა. ანუ ვისაც არ დაეზარა, მოიფიქრა სახელი და ჩამოაყალიბა საავტორო მეთოდი. უფრო დიდი მიმდინარეობებიდან შეგვიძლია გამოვყოთ 40 მდე მიმდინარეობა. ესენია სადაც აქვთ სწავლების სისტემა და კვლევების სტატისტიკა. უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, შეგვიძლია გამოვყოთ სულ რაღაც რამდენიმე ფსიქოლოგიური სკოლა, რომლებიც თავის მხრივ იზიარებენ იდეებს ერთმანეთისგან და ხშირად იკვეთებიან.

ფსიქოლოგიის ძირითადი სკოლები

  1. ფსიქოანალიზი – არაცნობიერი პროცესები. შინაგანი კონფლიქტები. ბავშვობის ისტორიების როლო პიროვნების ჩამოყალიბებაში. სიზმრების ანალიზი. სექსუალობა როგორც მამოძრავებელი ძალა.

  2. ბიჰევიორიზმი – ფსიქოლოგია, როგორც დაკვირვებად ქცევაზე მეცნიერება. გარემოს და დასწავლის მნიშვნელობა ქცევაში. სტიმული – რეაქცია.

  3. კოგნიტური ფსიქოლოგია – კოგნიციის პროცესების შესწავლა (ყურადღება, მეხსიერება, აღქმა, აზროვნება). კოგნიტური სქემების და რწმენების როლი ქცევასა და ემოციაში.

  4. ჰუმანიტარული ფსიქოლოგია – თვითრეალიზაცია. არჩევანის თავისუფლება. პიროვნული ზრდა. თვითეული ადამიანის უნიკალურობის და პოტენციალის რწმენა. დადებითი დამოკიდებულება სხვების და საკუთარი თავის მიმართ.

  5. გეშტალტ ფსიქოლოგია – აღქმა როგორც მთლიანი პროცესი. სტრუქტურის და კონტექსტის მნიშვნელობა. პიროვნების მთლიანობასთან მუშაობა.

  6. ეგზისტენციალური ფსიქოლოგია – ცხოვრების აზრი. თავისუფლება და პასუხისმგებლობა. სიკვდილი, როგორც ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი. ეგზისტენციალურ კრიზისებთან და შფოთვასთან მუშაობა.

  7. დასწავლის თეორია (სოციალური დასწავლა) – დასწავლა დაკვირვებით და მიბაძვით. სოციუმის გარემოცვის გავლენა ქცევაზე. თვითეფექტურობა.

ფსიქოთერაპიული მიდგომები

მარკეტინგი თანამედროვე ფსიქოლოგიაში

ეს სია შეიძლება დიდხანს გრძელდებოდეს და რაც უფრო შორს წავალთ მით უფრო ვიგრძნობთ ლოგიკის კანონების შესუსტებას. სადღაც მოხმარებას ცეკვით გვთავაზობენ, სადღაც შეხებებით, ხატვით, ცხოველებით, მედიტაციებით, ვიზუალიზაციებით და ა.შ. მე არ ვიძახი რომ ეს უსარგებლია. სარგებელი არის, მაგრამ არა ყოველთვის და არა ის ხარისხით რომელიც სერიოზულ რეზულტატებს ჭირდება. ხშირად ადამიანებს უბრალოდ მოსწონთ ეს პროცესი და ცდილობენ ამით მოაგვარონ საკითხი. აქ დიდხანს ლოდინი საზიანოა… დაუშვათ ადამიანი არის ავტომობილი და მას აქვს მოტორის პრობლემები. ამის გამო ვარდება გადაადგილების ხარისხი და გვინდა ამის გამოსწორება. იმის მაგივრად, რომ ფუნდამენტურად დავიწყოთ პრობლემის შეკეთება, ჩვენ ვიწყებთ საბურავების შეცვლას, გადაღებვას, მძღოლს ვცვლით და კიდევ ბევრი რამ. ეს არის მხოლოდ რეალობის გამრავალფეროვნების მცდელობები და არა რეალობის ნამდვილი ცვლილება.

სინამდვილეში ადამიანის ფსიქიკას თავად აქვს უნარი გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი (თუ ბიოქიმიური დარღვევა არაა რა თქმა უნდა). თუ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი – ფსიქიკა ყოველთვის ამოძრავებს ცნობიერებას დადებითი მიმართულებით. იმისათვის რომ მივხვდეთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, უნდა ჩავიდეთ ფსიქოლოგიური გარდაქმნების სიღრმეში.

fight or flight

რა უნდა გავითვალისწინოთ მეთოდის შერჩევისას

ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს აქვს გადარჩენის ძირითადი მექანიზმი, ესაა «შეუტიე ან გაიქეცი» (fight or flight). ეს არის ის ფილტრი რომელშიც გადის ნებისმიერი სტიმული. ადამიანის ფსიქიკაც ირიბად, მაგრამ მუშაობს ამ ფილტრის მიხედვით. შეგვიძლია კიდევ დავარქვათ «სტიმულისკენ ან სტიმულისგან» ფილტრი. მივიღოთ საჭმლის ნაჭერი თუ თავად არ გავხდეთ საჭმელი გადაიქცა მივიღოთ ჯილდო თუ არ დავისაჯოთ. როგორც მაგნიტები, ან მიიზიდებიან ან განიზიდებიან. ფსიქოანალიზში ამას ლიბიდოთი და მორტიდოთი ახსნიან, სიყვარულის და სიკვდილის ძალები. ბიჰევიორიზმში დაჯილდოებით და დასჯით ქცევების განმტკიცებაა. კოგნიტურ-ქცევით თერაპიაში არის ნეგატიური და პოზიტიური ავტომატური რეაქციები. მოკლედ ნებისმიერ მონეტას 2 მხარე აქვს და ამ მხარეებით აიხსნება ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები.

თანამედროვე ადამიანს აღარ უწევს თავის ისე გადარჩენა, როგორც ეს ევოლუციამ მოუფიქრა. მაგრამ ეს მექანიზმი დარჩა ჩვენში, სახე იცვალა და სხვანაირად ვლინდება ჩვენს ცხოვრებაში. ეს გამოვლინებები ხანდახან ქმნიან პრობლემებს და ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ შემდგომ.

იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ მეთოდი, უნდა გავიაზროთ რისთვის გვინდა ეს. ჩვენ ვეძებთ რაიმე ლუკმას თუ თავად ვცდილობთ გადარჩენას? სხვადასხვა მიმართულებები სხვადასხვანაირად ახდენენ დიაგნოსტირებას. განსხვავდება როგორც დიაგნოსტირების ხარისხი ისე დრო. მე ვფიქრობ სწორედ აქ არის საჭირო თვალთახედვის გაფართოება და სხვადასხვა თეორიების კომბინირება.

მე არ მესმის იმ სპეციალისტების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება სხვადასხვა მეთოდებით ერთდროულად მუშაობა და საჭიროა გამოიყენო მხოლოდ ერთი. მთავარი ხომ მაინც პრაქტიკაში არსებული რეზულტატებია და არა შეჯიბრი «ვისი მეთოდი აჯობებს».

კი არსებობს სხვადასხვა მეთოდები, მაგრამ ის რაც დღეს ხდება, არაა აზრების და თეორიების კონკურენცია. მე ამას მარკეტინგს დავარქმევდი, თითქოს ცდილობენ თავისი მეთოდის გაყიდვას. დიდი ბიუროკრატიული სისტემა და გაყიდვების სტატისტიკა ტრიალებს, რომ რომელიღაც მეთოდი გახადოს მოთხოვნადი. რატომ? იმიტომ, რომ მიიზიდონ მეტი კლიენტი, რომ გაყიდონ სერტიფიკატები, რომ დააგროვონ ავტორიტეტი. სინამდვილეში კი ჯადოსნური მეთოდები არ არსებობს. არიან კარგი სპეციალისტები, ისინი ხედავენ რეალური სურათის დიდ ნაწილს. არიან ცუდი სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ მოგყიდონ საკუთარი «ჯადოსნური მეთოდი». ჩემი აზრია – რაც მეტ მეთოდს ფლობს ფსიქოლოგი, მით უფრო იზრდება სწრაფი წარმატებული შედეგების ალბათობა.

საბოლოო აზრები: არ არსებობს «საუკეთესო» მეთოდი

თუ ეს გვერდი გახსენით იმ იმედით, რომ გაიგებდით რომელი მეთოდია მაგარი, მაპატიეთ… საუკეთესო არ არსებობს. არის კონკრეტული შემთხვევა და თავად მონაწილეების განწყობა. არანაირი პრაქტიკა არ დაგვეხმარება თუ არ არის შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჯადოსნური ჯოხის რწმენა არის გაქცევის ერთ-ერთი მექანიზმი. თუ გვინდა სერიოზული ცვლილებები, უნდა შევარჩიოთ სპეციალისტი, რომელიც სერიოზულად «მოგვაწვება». კარგი, ხარისხიანი ეფექტისთვის საჭიროა როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური მიდგომა და ემოციები. დისკომფორტი ყოველთვის კომფორტზე უკეთესი საწვავია. დისკომფორტი თუ არ განვიცადეთ არ მოგვინდება ადგომა და სხვაგან გადაჯდომა.

ზი ენდ