კოპირებულია – მიბაძვის ფსიქოლოგიური მიზეზები

დაფიქრებულხართ, რატომ გვანან ადამიანები ერთმანეთს ასე ხშირად? ეს შეიძლება იყოს ქცრვა, მანერები, შეხედულებები, სტილი, ნივთები და აქსესუარები... ეს არის „ტრენდულობის“ უბრალო წყურვილი, თუ ამაში იმალება ფსიქიკის სიღრმისეული მექანიზმები? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის ფსიქიკა ასეა მოწყობილი. მიბაძვა ბუნებრივი და ავტომატური რეაქციაა.

კოპირება – არის ადაპტაცია. იყო დრო როდესაც სხვების მიბაძვა გვეხმარებოდა გადარჩენაში. გვეხმარებოდა ვყოფილიყავით ისეთები, როგორც სხვები. შესაბამისად ერთიანი ჯგუფის ნაწილი. მაგრამ რაში გვჭირდება ეს მექანიზმი ახლა?

მოდით ერთად გავიგოთ, რატომ ვაკოპირებთ სხვა ადამიანებს. როგორ გავლენას ახდენს ეს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე და თუ შეგვიძლია რამე მოვუხერხოთ ამ თავისებურებას?

მიბაძვა

რას ვგულისხმობ კოპირებაში

კოპირებას ვეძახი პროცესს, როდესაც ადამიანი სხვისგან იღებს ქცევას, ვიზუალს, ურთიერთობის მანერას და შეხედულებებს. აი როდესაც რაღაცას დაინახავ, მოგეწონება და გადაწყვიტავ საკუთარ თავზე მოირგო. ეს შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი პროცესი. ასევე შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა დონეზე. უმნიშვნელო ქცევიდან დაწყებული, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებამდე დამთავრებული. მაგალითად: სხვა ადამიანისგან შეიძლება ავიღოთ როგორც ჩაცმის სტილი, ისე მსოფმხედველობა და ღირებულებები. თუ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, დიდი ალბათობით ეს აქამდე ნანახი გვაქვს სადმე. ჩვენშ ბევრი რამ კოპირებულია.

მაგალითები

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოდით ვნახოდ მოცემული ტერმინის გამოვლინებების მაგალითები. სოციალური კონფორმიზმის თეორია გვეუბნება, რომ სოციუმის ყველა წევრს გააჩნია საკუთარი იდენტობა. იდენტობის არჩევა ხდება სოციალური ჯგუფიდან გამომდინარე. რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვხედავთ რაიმე ხალხის ჯგუფს, რაიმე სფეროში. მაგალითად: სპორტი, კინო, მუსიკა, შეიძლება ქვეყანაც, დაწესებულება, უბანი და ა.შ. რაღაც მიზეზის გამო ჩვენ ამ ხალხის გაერთიანება მოგვეწონა და ვიწყებთ მის მიბაძვას. ვბაძავთ ისეთ საკითხებში, რაც ჯგუფს ინდივიდუალურობას სძენს, რათა ჩვენი ინდივიდუალურობაც ანიშნებდეს მათ წევრობაზე.

ათქმაუნდა ჯგუფის გარდა გავლენა შეიძლება იქონიოს ცალკეულ პიროვნებებმაც. პერსონაჟებმაც, ისტორიებმაც, ფანტაზიამაც, ხელოვნებამაც და ა.შ. ქვემოთ ჩვენ დაწვრილებით გავარჩევთ ამ საკითხის მოქმედ მექანიზმებს.

ახალგაზრდა გიორგი ახლახანს მოეწყო თავის პირველ სამსახურში. იგი დიდი ინტერესით უყურებს უფროსს. მას მოსწონს უფროსი, ის ირგანიზებულია, აქვს კარგი სტილი და კარგი შემოსავალი. გიორგი ღებულობს უფროსის პერსონას, როგორც ლიდერს. გიორგის უნდა, რომ მისნაირი იყოს! ქონდეს მისი მსგავსი შემოსავალი, ეგეთი მაგარი მანქანა და იყოს მაგარი ბიზნესმენი. გიორგი მას გულმოდინედ ადევნებს თვალს. ხედავს თუ როგორ იწყებს მისი უფროსი სამუშაო დღეს. ის ლამაზად ჯდება სამუშაო ადგილას, ისწორებს საათს მაჯაზე და იწყებს გრძელ და კონცენტრირებულ მუშაობას.“

თქვენი აზრით რა მოხდება თუ ჩვენი გმირი ხშირად და რომანტიზმით დაინახავს მსგავს სურათს?

პასუხი იხილეთ ქვევით…

მოდით მიბაძვის პროცეს მივცეთ ორი განმარტება. 1 – ცნობიერი მიბაძვა და 2 – არაცნობიერი მიბაძვა. ეს გვჭირდება რათა უკეთ მივხვდეთ, თუ როგორ აისახება მიბაძვის პროცესი ჩვენს ცხოვრებაზე. ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ავიღოთ, როგორც კარგი და სასარგებლო, ისე ცუდი და მავნე. მიბაძვით შეგვიძლია ვისწავლოთ როგორც სიგარეტის მოწევა, ისე რაიმე სახის ფიზიკური აქტივობა. გინება და ლამაზად საუბარი. შეიძლება ვცვალოთ ჩვენი აგრესია, წესრიგის და სისუფთავის მოთხოვნილება, ლამაზად ჩაცმა, ხშირი შფოთვა, არასწორი საჭმლის ყლაპვა და თუნდაც რელიგიური ექსტაზი. რათქმაუნდა ეს სია შეგვიძლია გავაგრძელოთ და ზოგიერთი რამ არცაა მიბაძვა, მაგრამ ეს სია მაინც გრძელია და აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

მინდა ვთქვა რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვქნათ ისე, როგორც უკეთესია ან უარესია. და თავის მხრივ ცნობიერად და არაცნობიერად. ხოლო განვითარების სურვილი და უკეთესის ქმნის სურლი, ვფიქრობ ყველაზე ბუნებრივია რაც გვაქვს. მაგრამ როგორ?

მოდით შევხედოთ ცხოვრებას, როგორც ბიზნეს პროექტს. გვაქვს აქტივები და პასივები. ჩვენს შემთხვევაში აქტივები არის ჩვენი ინვესტიცია, რომელსაც მოაქვს სარგებელი. ხოლო პასივები პირიქით, გვაზიანებს და გვავნებს. მე გთავაზობთ ცნობიერად მივუდგეთ ამ საკითხს. მოვახდინოთ პასივების მინიმალიზაცია და გავაჩინოთ ახალი აქტივები.

გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს –

მაქვს თუ არა რაიმე მავნე ჩვევა ან ქცევა ახლა?

მათგან რომელი შემომესწავლა ჩემი სურვილის გარეშე?

მსურს თუ არა შევცვალო ეს მავნე ჩვევა?

და კარგს რას დავნერგავდი მის ნაცვლად?

თუ მქონია ამის მცდელობები წარსულში?

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რა და როგორ მუშაობს, მოდით გავეცნოთ მეცნიერულ მაგალითებს.

მეცნიერული ხედვა

აფიქრდით, რა გზით შეიძლება რაიმე ახლის სწავლა? ცდა და შეცდომებზე სწავლა და სხვისგან გამეორებით სწავლა. სადღაც შეიძლება იყოს ინსტინქტით და ინსპირაციითაც. ბუნებაში სხვა გზაბი უბრალოდ არ არსებობს. და რას ფიქრობთ რომელი გზაა ყველაზე სწრაფი? ყველაზე მეტად რომელი ზრდის გადარჩენის შანსებს? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მიბაძვის გზა. დრო რომ უკან დავაბრუნოთ და ჩავიხედოთ წარსულში. იქ სადაც ველური ბუნება მეფობს და ყველგან საფრთხე იმალება. კოპირების არსი შედარებით გასაგები გახდება. უბრალოდ არ შეიძლებოდა, რომ ადამიანებს ყველ ჯერზე თავიდან ესწავლათ როგორ ენადირათ, როგორ გაეკეთათ თავშესაფარი, რომელი ხილი იყო კარგი და ა.შ. ინდივიდს, რომელსაც ჰქონდა უნარი სწრაფად დაეკოპირებინა სხვისი სასარგებლო ქცევა, ნამდვილად ქონდა გადარჩენის მეტი შანსი.

მოცემული მექანიზმი ასევე სასარგებლო იყო ტომშიც. იქ სადაც გამუდმებით არსებობდა სოციალური კონკურენცია და იერარქიული ადგილი განპირობებული იყო ძალითა და უნარებით. ისინი, ვინც სხვებზე სწრაფად ითვისებდნენ ახალ უნარებს და ქცევას, უფრო სწრაფად ადიოდნენ სოციალური იერარქიის კიბეზე.

გამოდის, რომ სხვების კოპირება არის უძველესი მექანიზმი, რომელიც ევოლუციურად ვითარდებოდა და ჩამოყალიბდა როგორც უნდარი. კვლევები ასევე ადასტურებენ, რომ ეს უნარი არის ძუძუმწოვრების უმრავლესობის კოგნიტური თვისებაც.

imitation

სარკისებრი ნეირონები – ეს არის სპეზიალიზირებული ტვინის უჯრედები. ისინი აქტივირდებიან, როგორც რაიმე ქმედებისას, ისე ამ ქმედების ცქერისას. მაგალითად, ისინი შეიძლება ერთნაირად აღიგზნან, როგორც შოკოლადის ჭამისას, ისე თუ ვუყურებთ სხვა როგორ ჭამს. მოცემული სტრუქტურა თამაშობს მთავარ როლს მიბაძვით სწავლაში. ასევე კარგად გვეხმარებიან სხვისი ქცევის გაგებასა და გააზრებაში.

მათი აღმოჩენა მოხდა 1990-იან წლებში, იტალიაში. როდესაც ჯაკომო რიცცოლატი შეისწავლიდა მაკაკებს. იგი აკვირდებოდა, თუ როგორ აქტივირდებოდა მაიმუნების პრემოტორული ნაწილი, როდესაც ისინი ხელში იღებდნენ რაიმე ნივთს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ჯაკომომ და მისმა გუნდა შეამჩნია, რომ ზოგიერთი ნაწილი აქტივირდებოდა მაშინაც, როდესაც მაიმუნები უბრალოდ უყურებდნენ პროცესს. ამ აღმოჩენამ გააჩინა აზრი, რომ ტვინში არის უბნები, რომლებიც სარკისებურად ირეკლავენ სხვის ქცევას.

სარკისებრი ნეირონები მდებარეობენ ტვინის რამოდენიმე ნაწილში. ეს ნაწილები პასუხს აგებენ დაგეგმვაზე და მოძრაობაზე. მათი მთავარი თავისებურება ისაა, რომ მათ შეუძლიათ ამოიცნონ რაიმე ქცევა და გაიმეორონ ეს საკუთარ თავში. თითქოს მოამზადოს სხეული და გონება იგივეს გასაკეთებლად. ანუ თუ ჩვენ ვხედავთ რაიმე ქცევას, ვახდენთ ამის იმიტაციას გონებაში და ვემზადებით იგივეს გასამეორებლად.

ბავშვები ასევე აქტიურად იმეორებენ უფროსების ქცევას და ეს ნეირონები სწორედაც რომ უზრუნველყოფენ ამას. მაგალითად: ერთ წლამდე ბავშვები ძალიან სწრაფად და მარტივად იმეორებენ ტაშის მოძრაობას. ბავშვები ჯერ ხედავენ ამას, შემდეგ აქვთ მცდელობები და როდესაც გამოსდით უფროსების ქცევა, უხარიათ. სარკისებრი ნეირონები ასევე ძლიერ მონაწილეობენ ემპათიის უნარში. სხვა ადამიანის გრძნობების გაგება შეუძლებელია თუ ეს გრძნობები არ გაითავისე. ჩვენ ვხედავთ ემოციებს სხვის სახეზე და სარკისებრი ნეირონები გვიმეორებენ ამ ემოციის შინაარს. შეიძლება ამიტომაც ასე ძალიან მოგვწონს ფილმები, დრამატურგია, ლიტერატურა, ისტორიები, მხატვრობა და ა.შ. ტვინი შიფრავს ქმედებას, ადაპტირდება ამ ქმედების მიმართ და ახლა ეს ქმედება მისთვის ნაცნობი ხდება. შეიძლება ყველა ქმედება არ იყოს რეალური, მაგრამ ეს უკვე ტვინის ნაწილი ხდება.

სოციუმი

დამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური არსება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ როგორც გარეგანი ისე შინაგანი ელემენტები. ერთ-ერთი გარეგანია სოციუმი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია სოციუმში. პოზიციაში შეიძლება ვიგულისხმოთ ბევრი მომენტი, მაგრამ ახლა განვიხილავთ მხოლოდ სოციუმთან მსგავსებას. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს თავი ჯგუფის ნაწილად. ჯგუფთან მსგავსება კი ქმნის უსაფრთხოების განცდას. სოციუმთან მსგავსება ასევე არის ადაპტაციის ძირითადი ასპექტი, რომელიც ეხმარება ინდივიდებს იპოვონ საკუთარი ადგილი ჯგუფში. ადამიანი ცდილობს მოერგოს ჯგუფის ნორმებს და მოლოდინებს. ამით ის ამაგრებს საკუთარ პოზიციებს და ურთიერთგაგებას. რაც თავის მხრივ გვეხმარება უკეთესი ურთიერთობების დამყარებაში, კონფლიქტებისგან თავის არიდებაში და აღიარებაში.

მოზარდობის ასაკში, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. როდესაც ახალგაზრდები აქტიურად ცდილობენ იყვნენ მიღებულები და გასაგებები გარშემომყოფებისთვის. მოზარდები ხშირად, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ბაძავენ სხვების სტილს, მანერებს, იღებენ შეხედულებებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მიიღონ მეტი მხარდაჭერა და არ იყვნენ “თეთრი ყვავები“.

კონგრუენტულობა – არის მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს შინაგანი რწმენების და გარეგანი მოქმედებების თანხმობას. ანუ გამოხატავდე იმას რასაც განიცდი. სოციალური მსგავსებაში იგი თამაშობს დიდ როლს. ისინი, ვისი ქმედებაც თანაწყობაშია განცდებთან, ჩანან მეტად ჰარმონიულები და მიმზიდველები. კონგრუენტულობა გულისხმობს გულწრფელ მოქმედებას, მოლოდინებით გამოწვეული მოქმედების მაგივრად.

მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან მსგავსებას მოაქვს ბევრი სარგებელი, ასევე არის საზიანო და რისკის შემცველი. სხვების ქცევის და ღირებულებების კოპირება იწვევს შინაგან კონფლიქტებს. ამცირებს ინდივიდუალობას და ადამიანს ამყოფებს ზეწოლის მდგომარეობაში.

ჯგუფთან შესაბამისობაში ყოფნის სურვილი იწვევს საკუთარი ინტერესების უგუნებელყოფას. უარი საყვარელ საქმიანობას, როგორ ჩავიცვათ, რა ვიფიქროთ და სხვა. თავისთავად ეს გავლენას იქონიებს თვითშეფასებაზე, რომელიც მათ შორის დამოკიდებულია გარეგან შეფასებებზე. შემდგომ ჩნდება არათავდაჯერებულობა და საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება.

სხვა ადამიანების ზედმეტი ბაძვა ასევე ზრდის ნეგატიური ჩვევების დანერგვის ალბათობას. როგორებიცაა მაგალითად: მოწევა, ალკოჰოლი, ანტისოციალური ქცევა, მცდარი რწმენები. ისინი ვინც მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ და აქვთ მოთხოვნილება იყვნენ “ისეთები, როგორც ყველა„, დიდი ალბათობით მიბაძავენ მავნე ჩვევებსაც.

სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, ბევრმა დაიწყო ბლოგერების და ცნობილი ადამიანების კოპირება. რისი შედეგიცაა არაცნობიერი კონკურენციის განცდა და უკმაყოფილება. ადამიანი ცდილობს მოერგოს იდეალურ მაგალითებს, თრგუნავს საკუთარ სურვილებს რეალურ ცხოვრებაში და უარს ამბობს განსაკუთრებულობაზე. ამას შეუძლია გამოიწვიოს შფოთვა, დაქვეითებული თვითშეფასება და დეპრესიული მდგომარეობა.

ჯგუფებში ასევე ხშირად ჩნდება მითები და სტერეოტიპები. მათ, ვისაც არ უნდა, რომ სხვებისგან განსხვავდებოდეს, წაჭირო კრიტიკის გარეშე ღებულობენ სტერეოტიპეპს. მაგალითად სოციალურ ქსელებში შეიძლება გავრცელდეს არასწორი ინფორმაცია მკურნალობაზე, კვებაზე, პოლიტიკაზე, ხალხის ჯგუფებსე და კიდევ ბევრ საკითხზე. მიბაძვის მიდრეკილების მქონე ადამიანები, არა მარტო ღებულობენ ამ ყველაფერს, არამედ მათი გამავრცელებლებიც ხდებიან.

არჩევანის თავისუფლება – არის ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილება, რომლის გარეშეც არ გამოვა თვითრეალიზაცია და ფსიქიკური თავისუფლება. საზოგადოებაში სადაც გახშირებულია მიბაძვითი ქცევა, არჩევანის თავისუფლება იძენს განსაკუთრებულ როლს. იგი გულისხმობს საკუთარი ინტერესებიდან და სურვილებიდან გაკეთებულ არჩევანს და არ აქვს მნიშვნელობა რას იფიქრებს გარემოცვა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ არჩევანი არის მხოლოდ გარეგანი გამოვლინება და ამას წინ უძღვის შინაგანი რწმენა. ჩვენს სოციუმში თავისუფალი არჩევანი ხშირად იზღუდება კიდეც. ჯგუფები ასე თუ ისე გვკარნახობენ თუ როგორ მოვიქცეთ, როგორ ვიაზროვნოთ და რა მოგვწონდეს.

ხანდახან შეზღუდვები მოქმედებს არაცნობიერ დონეებზე. გვაგრძნობინებს, რომ თუ გადავიხრებით საზოგადოებრივი ნორმებიდან, მოხდება ჩვენი გარიყვა და გაკიცხვა. ამის განსაკუთრებული მაგალითია, ის კულტურები სადაც კონფორმიზმი სოციუმის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად ბევრი ადამიანი ანწყდება ზეწოლას პროფესიის შერჩევისას. იმის მაგივრად, რომ აკეთოს ის რაც უნდა, უწევს შეარჩიოს “სტაბილური„ და “პატივცემული„ პროფესიის შერჩევა. რასაც თავის მხრივ კარნახობს სოციუმი და არ შეესაბამება საკუთარ შინაგან მოთხოვნილებას.

კოპირება და თავისუფალი ქცევა ყოველთვის არ გულისხმობს დაპირისპირებას. მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ცნობიერად აღებული ქცევის ელემენტები და თავზე მოხვეული ქცევა. ზოგიერთი მიბაძული ქცევა ეყრდნობა ნამდვილ სურვილებს და ღირებულებებს. ეს კი აღარაა შეზღუდვა, ეს პრივილეგია ხდება და ამდიდრებს ჩვენს თავისუფალ არჩევანს.

რჩება კითხვა, როგორ ვიმუშაოთ ამასთან?

ტექნიკები

ზევით ჩამოთვლილი მექანიზმებიდან გამომდინარე შეგვიძლია გადავწყვიტოთ რამოდენიმე საკითხი. მაგალითად გავიგოთ რას ვაკოპირებთ სხვებისგან, ვიმუშაოთ არასასურველ მიბაძვებთან ან და დავნერგოთ ახალი სასურველი ქცევა. ქვევით მე გთავაზობთ მხოლოდ ერთ-ერთი მიდგომის მაგალითს. სავარჯიშო დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დაკოპირებული ქცევა და მისცეთ ბიძგი ცვლილებებს.

ჯერ მოდით შევთანხმდეთ, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გულწრფელები საკუთარ თავთან. არ მოვატყუოთ ჩვენი გრძნობები, არ შეგვეშინდეს წყენის და მივიღოთ როგორც არის. იქნება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოცდილებები. თუ არის სიმამაცე და მზატყოფნა ძალიან კაი. თუ თვლით რომ შეიძლება მოატყუეთ თქვენს თავს, ჯობს გამოტოვოთ სავარჯიშო.

დავიწყოთ ცხრილით – შეავსეთ მოცემული ცხრილი. ცხრილში რამოდენიმე ბლოკია. თვითეულ ბლოკში ვწერთ სავარაუდოდ გადმოკოპირებულ ქცევას. ვცდილობთ მოვძებნოთ და დავწეროთ რაც შეიძლება მეტი მაგალითი.

ურთიერთობები

გარეგნობა

ინტერესები

ჩვევები

ვწერთ იმ საკითხებს, სადაც გვსურს გარკვევა

1,2,3,4…

ვწერთ იმ საკითხებს, სადაც გვსურს გარკვევა

1,2,3,4…

ვწერთ იმ საკითხებს, სადაც გვსურს გარკვევა

1,2,3,4…

ვწერთ იმ საკითხებს, სადაც გვსურს გარკვევა

1,2,3,4…

შემდგომ ვირჩევთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს. არჩეულ საკითხთან მიმართებაში პასუხს ვცემთ 10 კითხვას. პსუხები უნდა იყოს დიდი, ვეცადოთ ვიმსჯელოთ და გავცეთ ვრცელი პასუხი. რაც მეტს დაწერთ, მით უკეთესი შედეგი გელით.

მაგალითი: ვიცმევ ჩემთვის არაკომფორტულ ტანსაცმელს

როდის დავიწყე ამის კეთება?

 

უცებ დავიწყე თუ ნელნელა?

 

სად ვხედავდი და ახლაც ვხედავ მსგავს ქცევას?

 

რაში მიშლის ხელს?

 

რა სარგებელს ვხედავდი როცა დავიწყე ამის კეთება?

 

რა სარგებელია ახლა?

 

რათ მინდა ამის შეცვლა?

 

რატომ გადავწყვიტე ამაზე ფიქრი ახლა?

 

რა მცდელობები მქონდა წარსულში?

 

კაი შეიცვალა. მერე რა ხდება?

 

თუ თქვენ მართლა აირჩიეთ თემა, რომელიც გაღელვებთ, გაეცით ამ კითხვებს გულწრფელი, ვრცელი და კონცენტრირებული პასუხები, მაშინ თქვენი განწყობა ჩვეულებრივისგან ოდნავ მაინც უნდა შეცვლილიყო. ჩვენი შემდეგი მიზანია დავიჭიროთ ის გრძნობები, რომლებიც პასუხების მერე გაჩნდა.

  • შეეცადედ პასუხების გაცემისას გაჩენილი გრძნობების ვიზუალიზაცია.

  • მოძებნეთ გრძნობების სხეულებრივი გამოხატულება. დაასკანერეთ სხეული. მოძებნეთ დაძაბულობა კუნთებში, პულსაცია, ფონური ტკივილი ან თუნდაც მოდუნება.

  • ყურადღება მიაქციეთ სუნთვას. ღრმაა თუ ზედაპირული? რა უფრო გრძელია, ჩასუნთქვა თუ ამოსუნთქვა?

  • რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს გრძნობა? მოახდინეთ ხანგრძლივობის შეფასება.

  • ეცადეთ იმოქმედოთ განცდებზე. წარმოსახვით შეცვალოთ და ამოძრაოთ.

ნაპერწკალი არის, დარჩა გამოყენება. მოცემული პრაქტიკის გამოყენება ხდება რამოდენიმე ნაბიჯში. 1-განცდების სწორი დამახსოვრება. 2-სწორ მომენტში მათი გახსენების სწავლა. 3-გახსენებულიდან ძალის მიღება. 4-ამ ძალით ქცევაზე მოქმედება.

მოცემული ნაწილი ცალკე თემაა და ვეცდები მომავალში უკეთ ჩავშალო. მადლობა, რომ ჩაიკითხეთ. გახსოვდეთ, მსგავსი სავარჯიშოები სასურველია, რომ აკეთოთ წყვილში. და უფრო უკეთესი თუ სპეციალისტი გაგაკეთებინებთ, რომელიც გაუძღვება პროცესს.