პროექტები

Текущие авторские проекты

საავტორო პროექტები

მე მაქვს რამდენიმე სახის ფსიქოლოგიური პრაქტიკა. ქვემოთ შეგიძლიათ მოკლედ გაეცნოთ თითოეულ მათგანს და სურვილის შემთხვევაში, გაწევრიანდეთ.

გახდი შენი სიზმრების რეჟისორი!

ლუციდური სიზმრები – საკუთარი ქვეცნობიერის შესწავლის საშუალებაა

სწავლება, თუ როგორ გავაცნობიეროთ მომენტი: „მე მძინავს“ და განვიცადოთ ლუციდური სიზმრის მდგომარეობა. ვეყრდნობი თანამედროვე კვლევებს და ვეკიდები საქმეს მზრუნველობით.

  • მითები და მეცნიერება: რა მუშაობს სინამდვილეში – პირველი პრაქტიკული გამოცდილება.
  • ლუციდურ სიზმარში მოხვედრის ძირითადი ტექნიკები. ვირჩევთ თქვენზე მორგებულ მეთოდებს
  • მოცემული მდგომარეობის შენარჩუნება და კონტროლი.
  • ლუციდურ სიზმარს ვიყენებთ შიშების, კომპლექსებისა და შინაგანი რეაქციების დასამუშავებლად.

ეს არ არის მისტიკა და ეზოთერიკა – მხოლოდ მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობილი მიდგომა!

ლუციდური სიზმარი

თუ დადგა დრო ვაღიაროთ ჩვენი დამოკიდებულება

ეკრანზე დამოკიდებულება: ცხოვრების ხარისხის დაბრუნება

ეს არ არის უბრალოდ ჩვევა. ეს არის ქცევა, ქცევა რომელიც ნელ-ნელა ასუსტებს ნერვულ და ჰორმონალურ სისტემებს. აქრობს რეალური განცდების წყურვილს და ხელს გვიშლის მიზნების ასრულებაში.

  • დაუმთავრებელი კონტენტი: კონცენტრაცია რთულდება და გამუდმებით ჩნდება რამეზე გადართვის სურვილი.
  • პორნო: იზრდება სტიმულაციის სურვილი, რეალური სიახლოვის სურვილი კი მცირდება.
  • თამაში: ვირტუალურ სამყაროში გაჩენილი „გამარჯვებულის“ მდგომარეობა. რეალობაში კი სიმძიმე.

ვირტუალური ნემსი – ჩვენი საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა. თუ გრძნობ დამოკიდებულების რისკებს, გთხოვ, არ გადადო და მიხედე ამას. დაიბრუნე ცხოვრება!

პორნო დამოკიდებულება, ეკრანზე დამოკიდებულება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება.

გარისკე, რათა უკეთ გაიცნო საკუთარი თავი.

ცეცხლთან თამაში – ქცევითი პატერნების საღი ხედვა.

თამაში მათთვისაა, ვისაც არ ეშინია სტრესული სიტუაციების და მზადაა გარისკოს, საკუთარი თავის კვლევისთვის.

  • მოთამაშეები უმკლავდებიან სხვადასხვა პრობლემებს ჯგუფურ ფორმატში
  • თამაში ისეთნაირადაა შემუშავებული, რომ სპეციალურად დაატრიგეროს მოთამაშე.
  • ვლინდება დასწავლილი და არაეფექტური ქცევის მექანიზმები.
  • მოთამაშეები აკვირდებიან საკუთარ ქცევას და რეფლექსირებენ ჯგუფში.

სამწუხაროდ, ცეცხლთან თამაში ყველასთვის არ არის. თამაშის მიზანია, გამოიყვანოს ადამიანი კომფორტის მდგომარეობიდან, გამოიწვიოს შემეცნების სურვილი და ააჩქაროს თვითგანვითარება.

Игра с огнём
ფსიქოლოგიური სამაგიდო თამაში, ცეცხლთან თამაში.

აღმოაჩინე ის ძვირფასი, რომელიც სულ ჩვენთანაა – მომენტი.

გონების კონცენტრაციის პრაქტიკა

პირველ რიგში, ეს რეალიზმია. მე არ გთავაზობთ წარმოსახვით „მედიტაციებს“, რომლებიც პირიქით, გვაშორებს რეალობას. მე გთავაზობთ აქ და ახლა ყოფნას.

  • ტვინის დამშვიდება და სიჩუმის მოსმენა.
  • ყურადღების მობილობის განვითარება.
  • კონცენტრაციის ძალასა და მოცულობაზე მუშაობა.
  • ისეთი მომენტების აღმოჩენა და დაფასება, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან იყო.

ცნობიერების ამაღლების პრაქტიკის დანერგვის შემდეგ, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება. სუნთქვა მარტივდება, პატარა რაღაცეებს დიდი სიხარული მოაქვთ და ფასეულობები ძლიერდება.

Осознанность и медитации
მედიტაცია, ცნობიერება, მედიტაციის პრაქტიკა