ფიქოლოგიური კონსულტაცია
როგორ ხდება ჩაწერა?
ავსებთ ქვემოთ არსებულ ბლანკს ან მწერთ პირდაპირ ფოსტაზე nikolai@teimurazov.com და თან ურთავთ ტექსტურ მესიჯს, სადაც მოკლედ მეტყვით რატომ გსურთ შეხვედრა.
სამი დღის განმავლობაში გიკავშირდებით. ფსიქოლოგიური კონსულტაცია იწყება ზედაპირულად გაცნობთ, ერთად ვირჩევთ შეხვედრის დროს და ადგილს და ვიწყებთ მუშაობას.
როგორ შევხვდებით ერთმანეთს?
შეხვედრა შესაძლებელია როგორც ქალაქ თბილისში არსებულ ლოკაციაზე ისე ონლაინ და პრიორიტეტულია კლიენტის სურვილი. შეხვედრის ხანგრძლივობა მერყეობს 50 წუთიდან 4 საათამდე და დამოკიდებულია შეხვედრის მიზანზე.
გვაქვს თუ არა ხელშეკრულება?
უშუალოდ შეხვედრების დაწყებამდე მე თქვენ გიგზავნით ვრცელ დოკუმენტს სადაც დეტალურად იქნება გაშლილი ჩემი, ფსიქოლოგის და თქვენი, კლიენტის უფლებები, ვალდებულებები და ნორმები. არაფერზე ხელის მოწერა არაა საჭირო, საკმარისია შეთანხმების ვერბალური დასტური.