ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ფსიქოლოგიური ტესტი. ისინი დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ თქვენი თვითშეფასება, სტრესი, შფოთვა, დეპრესია და გარემოსადმი დამოკიდებულება. თუ თქვენ გიჭირთ დაარქვათ თქვენს მდგომარეობას ან ქცევას სახელი, ჩვენს უშუალო შეხვედრამდე შეგიძლიათ შეავსოთ შესაბამისი კითხვარი.
სორენის თვითშეფასების ტესტი
სორენის თვითშეფასების ტესტი – ეს არის თვითშეფასების გასაზომი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი. თვითშეფასება გამოხატავს, რამხელაზე აფასებს და სჯერა ადამიანს თავისი შესაძლებლობების. მოცემული ტესტი გვეხმარება თვითშეფასების პრობლემების დადგენაში. ასევე გვეხმარება ამოხსნის სტრატეგიის შემუშავებაში. მიზანია საკუთარი თავის უკეთესი აღქმა და მეტი ფსიქიკური ჯანმრთველობა.
DASS21 მოიცავს თვითრეფლექსიის მცირე ინსტრუმენტს, რომელიც ზომავს დეპრესიის, შფოთვის და სტრესის დონეს. იგი შედგება 21 პუნქტისგან და ყოველ მდოგმარეობას აქვს 7 ქვეპუნქტი. პირი აფასებს განვლილი კვირის მანძილზე არსებული განცდების სიძლიერეს. DASS21 გვეხმარება გამოვავლინოთ და შევაფასოთ მოცემული ფსიქოლოგიური პრობლემების სიძლიერე, ავირჩიოთ ჩარევის მეთოდი და ვაკონტროლოთ რეზულტატი.
„პიროვნული მახასიათებლების დიდი ხუთეული“, ასევე ცნობილი როგორც „ხუთფაქტორიანი მოდელი“ (FFM), არის ფართოდ გავრცელებული პიროვნების შესაცნობი კითხვარი. ის აღწერს პიროვნებას ხუთი თვისების მიხედვით. ესენია: გამოცდილებისადმი ღიაობა, პატიოსნება, ექსტრავერსია, თანხმობისათვის მზაობა და ნეიროტიციზმი.